logo
ENG



გამყრელიძე: ქართული ოცნების ოფისში დასაქმებული პირის 5 კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა

31 აგვ 202016:22
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ქართული ოცნების ოფისში დასაქმებული პირის 5 კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქართული ოცნების სათავო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისივე თქმით, ორი ინფიცირებულია სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლის კონტაქტებიდან, მათ შორის ერთ-ერთი პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის წევრია. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 487 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა