logo
ENG



გამყრელიძე: შეზღუდვები დიდხანს დარჩება, მათ შორისა 2 მეტრიანი დისტანცია და პირბადის ტარება

20 მაი 202020:49
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათში კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი 11 ით გაიზარადა და ქვეყნის მასშტაბით 713-ს შეადგენს. ბოჭორიშვილის კლინიკას 1 ახალი პაციენტი დაემატა, რომელიც არასრულწლოვანია. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 9 ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, ხოლო 2 საკარანტინო სივრციდან არის გადმოყვანილნი

დღეიდან შეზღუდვების მოხსნის კიდევ ერთი ეტაპიც იწყება. მოქალაქეებს სამკურნალოდ თურქეთში წასვლა შეეძლებათ. ასევე პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები მსუბუქდება ციხეებში, საპატიმროებში მყოფ მსჯავრდებულებთან ყველა სახის ამანათების შეგზავნა იქნება შესაძლებელი.

აკრძალვების მოხსნაზე ისაუბრა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ და განაცხადა, რომ რიგი შეზღუდვები დიდხანს დარჩება, მათ შორისაა 2 მეტრიანი დისტანცია და პირბადის ტარება. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას, ამაზე კონკრეტული განცხადება ისევ არ გაკეთებულა.  


close დახურვა