logo
ENG



გამყრელიძე: შემთხვევების ზრდის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არის

12 სექ 202021:20
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: შემთხვევების ზრდის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი იზრდება, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ სიტუაციაში პირველ რიგში, იმ რეგულაციების დაცვაა საჭირო, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი.

"მიუხედავად შემთხვევების საყურადღები ზრდისა, პანიკის საფუძველი არ არის. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საყურადღებოა, ჩვენ გვჭირდება მეტი დამატებითი ღონისძიებების გატარება, მაგრამ პირველ რიგში იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს მიერ. ეს რეგულაციები ყველამ კარგად იცის. ეს არის ძალიან მარტივი შესასრულებლად. პირბადის ტარება ყველა დახურულ შენობაში და ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება",-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ მონაცემებითმ სულ ქვეყანაში, ინფიცირების 2075 შემთხვევაა ფიქსირდება გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 1363-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი. 


close დახურვა