logo
ENG



გამყრელიძე: წერტილოვანი შეზღუდვები შესაძლოა კიდევ გაფართოვდეს

07 ნოე 202015:46
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლოა, დროსთან ერთად, შეზღუდვები კიდევ გაფართოვდეს. 

მისი თქმით, სხვანაირად კორონავირუსის გავრცელება ვერ შეჩერდება. 

"როგორც მაია ცქიტიშვილმა უკვე მოგახსენათ, დღეს რა გადაწყვეტილებაც მიიღო საკოორდინაციო საბჭომ, შეზღუდვების შემდგომ გამკაცრებასთან და გაფართოებასთან დაკავშირებით - ეს პროცესი არ გაჩერდება, ეპიდსიტუაციის მიხედვით შესაძლებელია წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ და კიდევ გაფართოვდეს, იმიტომ რომ სხვანაირად, სამწუხაროდ, ამ პანდემიის შეკავება ვერ ხორციელდება. უნდა გავითვალისწინოთ ის გამოცდლება, რასაც უკვე გადიან მთელი რიგი ევროპული თუ არა ევროპული ქვეყნები. უნდა შევეცადოთ საქართველო მინიმალური დაზიანებით გამოვიდეს პანდემიიდან".- თქვა გამყრელიძემ. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდი ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე იქნება შეზღუდული გადაადგილება. 

ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს გავრცელება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულე. შეზღუდვის დამრღვევი 2000 ლარით დაჯარიმდება. ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ ეს არ არის კომენდანტის საათი - ეს წერტილოვანი შეზღუდვებია. 

ასევე, ამ ქალაქებში დაიხურება როგორც საჯარო, ისე კერძო საბავშვო ბაღები. 


close დახურვა