logo
ENG



გამყრელიძე - ინფიცირებულთა კლებამ არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ კოვიდ-19 დავამარცხეთ

13 მაი 202015:47
3 წუთის საკითხავი
 
sdk54vzkivuocyu.jpg

"არ უნდა შეგვექმნას ილუზია, რომ კოვიდ-19 უკვე დავამარცხეთ ქვეყანაში, რადგან თუ ეს მოხდება და ადამიანები რეკომენდაციებს არ დაიცავენ, შესაძლებელია, ინფექცია ისევ დაბრუნდეს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შემოდგომის ბოლოს შესაძლებელია, ვირუსის მეორე ტალღა გაჩნდეს, ამიტომ მისი თქმით, აუცილებელია, ზაფხულის პერიოდში ყველა სექტორი სათანადოდ მოემზადოს.

„ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს და რა თქმა უნდა, ამ ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია, მაგრამ ამან ჩვენ არ უდნა გაგვათამამოს. არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ ჩვენი კოვიდ-19 უკვე დავამარცხეთ ქვეყანაში, რადგან თუ ეს ილუზია შეიქმნება და ადამიანები არ დაიცავენ იმ რეკომენდაციებს, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა, მაშინ შესაძლებელია, ინფექცია ისევ დაბრუნდეს. ზოგადად ზაფხულის პერიოდში ალბათ, უნდა იყოს უფრო მეტად მშვიდი პერიოდი, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. ზაფხულში ჩვენ სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, ყველა ქვეყანა და მათ შორის საქართველოც, რომ შემოდგომის მიწურულიდან, როდესაც რესპირაციული ინფექციები მწვავდება, არ იყოს ზედდება და ამაზე პროგნოზირებენ, რომ ამის ალბათობა არსებობს, კოვიდის შემდეგ ტალღის და გრიპის ერთად. ამიტომ უნდა იყოს სრულად მზადყოფნა ყველა სექტორის, რომ თუ იქნა მეორე ტალღა, უკვე სერიოზული გამოცდილებაა დაგროვილი ქვეყანაში, რომ ამას ადეკვატურად უპასუხოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 


close დახურვა