logo
ENG



გამყრელიძე ამბობს, რომ 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება

18 აგვ 202116:08
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე ამბობს, რომ 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება.

მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდებიან. 

"ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან ზემოთ მოზარდებს. ჯერჯერობით, ცრიან ძირითადად ფაიზერით და მოდერნათი, რადგან ამ ორ ვაქცინაზე, ამ ასაკში კლინიკური კვლევები დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტიანია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, დავიწყებთ აცრას. ვფიქრობ, შემოდგომაზე ჩვენც დავიწყებთ ამ ასაკის პირების აცრას:, - ამბობს გამყრელიძე.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში შესაძლებელია ასტრაზენეკათი, ფაიზერითსინოფარმით და სინოვაკით აცრა.

ამ დროისთვის აცრა შეუძლიათ მოქალაქეებს 16 წლიდან ზემოთ, რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას, მისი მიღება მხოლოდ 45 წლიდან ზემოთაა შესაძლებელი.

18 აგვისტოს მონაცემებით, სრულად აცრილია 251 447 ადამიანი.


close დახურვა