logo
ENG



გამყრელიძე არ გამორიცხავს, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მარტის ბოლოს შემსუბუქდეს

15 მარ 202111:07
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე არ გამორიცხავს, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მარტის ბოლოს შემსუბუქდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, 21:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, შესაძლოა, მარტის ბოლოს შემსუბუქდეს. 

კითხვაზე შემსუბუქებაში კომენდანტის საათის მოხსნა იგულისხმება თუ დროის გადაწევა, გამყრელიძემ თქვა, რომ ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. 

"თქვენ იცით, რომ დღეს კიდევ შემსუბუქების ერთი ეტაპი დაიწყო, უმაღლესებში სწავლა აღდგა, სხვადასხვა საცურაო აუზები გაიხსნა, სპორტული ღონისძიებები... ამიტომ, ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე 2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპობრივად კიდევ სხვა... დარწმუნებული ვარ, რასაც მეკითხებით ისიც შემსუბუქდება, ოღონდ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

close დახურვა