logo
ENG



გამყრელიძე არ გამორიცხავს, განიხილონ პირბადის გარეთ ტარების ვალდებულების საკითხი

26 ოქტ 202012:19
3 წუთის საკითხავი
clock 726
გამყრელიძე არ გამორიცხავს, განიხილონ პირბადის გარეთ ტარების ვალდებულების საკითხი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ პირბადის გარე სივრცეში ტარების ვალდებულების საკითხიც განიხილონ. ამაზე მას დღეს, 26 ოქტომბრის ბრიფინგზე ჟურნალისტს უპასუხა, რომელმაც ჰკითხა, ხომ არ იმსჯელებდნენ ამაზე, ვინაიდან, მანამდე მან იმ ქვეყნების მაგალითი მოიყვანა, სადაც პირბადე ღია სივრცეშიც სავალდებულოა. 

"არ გამოვრიცხავ", - უპასუხა გამყრელიძემ და დაამატა, რომ თუ 95%-იანი ტარება იქნება პირბადის, "სერიოზულად" შემცირდება ინფიცირებულთა რიცხვი. 

მანამდე საკოორდინაციო საბჭომ მიიღო სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პირბადის ღია სივრცეში ტარების "მკაცრი რეკომენდაცია" გასცა. ეს ეხება ისევ ადგილებს, სადაც ადამიანებს დისტანციის დაცვა უჭირთ. 


close დახურვა