"ზუსტ პროგნოზირებაზე ვერავინ გააკეთებს, გარდა ღმერთისა და ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ მთლიანად ქვეყნებმა და სამსახურებმა, უნდა მოვემზადოთ. მზადყოფნის რეჟიმი პირველ ტალღაზე უფრო ძლიერი უნდა იყოს",-ასე გამოეხმაურა შემოდგომაზე ვირუსის მეორე და მესამე ტალღის აფეთქების ვარაუდს.
ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ მომზადების პროცესში ყველა ჩართული უნდა იყოს, მათ შორის მოქალაქეებიც. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სერიოზული დარგის სპეციალისტი ამ ვარაუდს გამოთქვამს, არსებობს ეჭვი, რომ ეს დაავადება ყველა თავისი მახასიათებლით, რომ ჰგავს ტიპურ რესპირაციულ ვირუსებს და მათ კი ახასიათებთ შემოდგომა-ზამთარში მატება, იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას რომ შესაძლოა ეს ყველაფერი გამეორდეს.