logo
ENG



გამყრელიძე ინდურ შტამზე: კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, მისი ცირკულაცია უკვე 10-დან 20%-მდეა

29 ივნ 202113:08
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ამ შტამის ცირკულაცია უკვე 10-დან 20%-მდე მერყეობს.

"გიდასტურებთ, რომ გაიზარდა. გუშინ 7 შემთხვევა დადასტურდა დელტა შტამის ჩვენთან. სხვადასხვა პროგნოზირების მაჩვენებლებით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუციების ისე ჩვენი მოდერირებით, სადღაც ვფიქრობთ რომ დღეს უკვე 10-დან 20%-მდე მერყეობს უკვე დელტა შტამის ცირკულაცია ქვეყანაში.

ეს პროგნოზირებადი იყო იმდენად, რამდენადაც დელტა შტამი თანდათან ბრიტანეთში და ევროპის რიგ ქვეყნებში ანაცვლებს ე.წ. ბრიტანულ შტამს და მისი გავრცელება სულ უფრო ინტენსიური ხდება. დღევანდელი მონაცემებით თუ არ ვცდები 85 ქვეყანაში არის ის უკვე დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე, მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტად დაცვა იმ რეკომენდაციების და რეგულაციების, რაც არსებობს ქვეყანაში. მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, ამ დრომდე საქართველოში ლაბორატორიულად კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის 20 შემთხვევა იყო დადასტურებული. 

დღეს, 29 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი.

 

close დახურვა