logo
ENG



გამყრელიძე კორონავირუსზე: პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ სერიოზული მზადებაა ქვეყანაში

30 იან 202013:29
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ცენტრის ხელმძვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის პრევენციის ზომებზე ისაუბრა.

გამყრელიძე ამბობს, რომ ჩინეთიდან ჩამოსულ ადამიანს თუ განუვითარდება ვირუსის მსგავსი სიმპტომები აუცილებელია დარეკონ ცხელ ხაზზე ან სამედიცინო დაწესებულებს მიმართონ. 

„ხდება საზღვრებზე თერმული სკრინინგი და ხდება დიდი საინფორმაციო კამპანია. ანუ ყველა ჩამოსულს ჩინეთიდან ურიგდება ამ ტიპის ბუკლეტი, სადაც აღწერილია, რომ თქვენ თუ ჩინეთის მოგზაურობის შემდეგ განგივითარდათ ორი კვირის განმავლობაში კონკრეტული სიმპტომები აუცილებელია დარეკოთ ცხელ ხაზებზე. მითითებულია სამინისტროს ცხელი ხაზი ან ჩვენი ხაზი, რომელიც მუშაობს სამუშაო საათებში ან მიბრძანდეთ პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ხელი მიგიწვდებათ. უკეთესია პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში. მოგეხსენებათ საქართველოში ახლა ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ჩინური მუშახელია დასაქმებული და მათთანაც ვაწვდით ინფორმაციას.გარკვეული რაოდენობა ჩინეთის მოქალაქეებისა გასული იყვნენ თავის სამშობლოში საახალწლო არდადეგებზე. ისინი ბრუნდებიან თებერვლის დასაწყისში და მეტი მობილიზება იქნება საჭირო. ბათუმში 2 ჩინელზეც იყო საუბარი. არაფერი დადასტურდა ლაბორატორიულად. მხოლოდ 37 გრადუსი იყო პირველ დღეს და მეორე დღეს ნორმაში იყო. დღეს მოგეხსენებათ, 37 გრადუსი არ ითვლება სიცხედ. საპანიკო არაფერი გვაქვს, თუმცა სიტუაცია რაც ხდება მსოფლიოში სერიოზულია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ სერიოზული მზადება არის ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ. 

 

 


close დახურვა