logo
ENG



გამყრელიძის თქმით, იმუნიზაციის 2022 წლის გეგმით, ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას

03 თებ 202213:35
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძის თქმით, იმუნიზაციის 2022 წლის გეგმით, ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმუნიზაციის დღევანდელ საბჭოზე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის ახალი გეგმა განიხილეს. 

როგორც მან აღნიშნა, ახალი, 2022 წლის გეგმის თანახმად განსაზღვრულია, რომ ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა იყოს ვაქცინირებული.

"ამ გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე - პირველ ექვს თვეში,  თუ გვინდა, რომ ჩვენ ომიკრონის ტალღა შევაჩეროთ, შევაკაოთ და შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ პანდემიიდან. ყველა თანხმდება, რომ პანდემიის და ეპიდემიის დასრულების მთავარი გზა გადის საყოველთაო იმუნიზაციაზე", - თქვა გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გეგმაში აქცენტი გაკეთებულია ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიასა და წახალისების სქემებზე.  

"ჯგუფის მიერ, ვინც გეგმა დაწერა, რამდენიმე მთავარი რეკომენდაცია, რომელიც ეხება საკომუნიკაციო კამპანიების გაძლიერებას. ისევ და ისევ მონეტარული წახალისების გაგრძელებასა და გაძლიერებას, მეტი ინფორმაციის მიტანას მოსახლეობისადმი და რაც მთავარია, აქცენტის გაკეთებას ბუსტერიზაციაზე, რამეთუ ომიკრონის შეკავების ყველაზე ძლიერი ფაქტორი გახლავთ მესამე აცრა ანუ ბუსტერი", - ამბობს გამყრელიძე.

მთავრობის გეგმის თანახმად, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% სრულად უნდა ყოფილიყო აცრილი.

3 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში სრულად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 42,6%. 


close დახურვა