logo
ENG



გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით შესაძლო რეინფიცირების 1 შემთხვევაზე კვლევები გრძელდება

03 თებ 202112:17
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/03/uaph63yg1zg6of4.jpeg

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, კორონავირუსით შესაძლო რეინფიცირების ერთ შემთხვევას იკვლევენ, თუმცა არ გამორიცხავს რომ არ დადასტურდეს. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში დაკვირვების ქვეშ იყო 3 ათეულამდე შესაძლო რეიფიცირების შემთხვევა და სწორედ აქედან მოხდა სელექცია. 

"როცა ადამიანი ერთხელ ინფიცირდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ განმეორებით, ეს შემთხვევებიც არ არის ბევრი. საქართველოში ჩვენ დაკვირვების ქვეშ გვქონდა 3 ათეულ შემთხვევამდე, იქიდან მოხდა სელექცია.

ახლა გენეტიკური კვლევა მიმდინარეობს, სადაც შეიძლება, სავარაუდოდ, იყოს ერთ შემთხვევაში რეინფიცირება, მაგრამ შეიძლება არ დადასტურდეს. ახლა მიმდინარეობს ლაბორატორიული და მათ შორის, გენეტიკური კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე. ერთზე უფრო იკვეთება, რომ შესაძლებელია იყოს [რეინფიცირება], მაგრამ ეს ჯერ დადასტურებული არაა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

 


close დახურვა