logo
ENG



გამყრელიძის ინფორმაციით, პრეპარატ რემდესივირის შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

19 მარ 202013:32
3 წუთის საკითხავი
 
5ftfhdor2y4ywc2.png

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა პრეპარატ რემდესივირთან დაკავშირებით, რომელსაც კორონავირუსთან ბრძოლისთვის ჩინეთში ქტიურად იყენებენ, კომპანია "გილეადთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ პრეპარატის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება.

ამ პრეპარატს აწარმოებს ცნობილი კომპანიაგილეადი“, რომელიც შეიქმნა ებოლას ეპიდაფეთქების დროს დასავლეთ აფრიკაში. ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს თავიანთ ინფიცირებულებთან მკურნალობისთვის. ამის გარდა კიდევ მრავალი ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება მიმდინარეობდა ჩინეთში და მიმდინარეობს დღესაც, იგივე შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატები, ხლოროხინი და ასე შემდეგ. ჩვენ ამ წამლებს დღეს ვიყენებთ. რაც შეეხება პრეპარატ რემდესივირს, ეს გახლავთ იმ კომპანიის, რომელთანაც საქართველო C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს, ეს არის ერთ-ერთი უმძლავრესი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია და საქართველოს მთავრობამ მიმართა თხოვნით კომპანიაგილეადს“, რომ საქართველოსთვის ამ პრეპარატების გარკვეული რაოდენობა იქნეს გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ჩვენ სარეზერვო მარაგში ეს პრეპარატიც გვექნება. მას აქვს თავისი ჩვენებები ვის უნდა დაენიშნოს, ვის არა და ასე შემდეგ. ჩვენი ექიმები მას გამოიყენებენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ

 


close დახურვა