განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველკლასელები 15 სექტემბრის ნაცვლად, სწავლას 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში განაახლებენ.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება შეხება მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც სწავლის დაწყების პერიოდში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ქვემოთ იქნება.
"ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდა პირველი კლასისა, 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ასევე, 4 ოქტომბრამდე არ იმუშავებენ კერძო და სახელმწიფო ბაღები.