logo
ENG



განათლება: ხვალიდან აუდიტორიებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება

18 ოქტ 202019:31
3 წუთის საკითხავი
 
განათლება: ხვალიდან აუდიტორიებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება

განათლების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის, განცხადებით, 19 ოქტომბრიდან უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება.

მისი თქმით, სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლები ისევ დისტანციურად წარმართავენ.

"აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე, ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე, დავიწყეთ მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უსაფრთხოების რეკომენდაციებზე. შესაბამისად, განსაზღვრულია და უნივერსიტეტების მხრიდან ზედმიწევნით არის დაცული ყველა სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია - ეს არის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა მერხებს შორის, ყველა სააუდიტორიო სივრცეში სტუდენტის პირბადით გადაადგილება, სანიტაიზერების, დეზობარიერების გამოყენება, საუნივერსიტეტო სივრცეში შესვლისას თერმოსტრკრინინგი და ა.შ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გადაამოწმა ყველა უნივერსიტეტი სასწავლო წლის დასაწყისში, მათზე გაცემულია ნებართვა და შესაბამისად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტებს 19 ოქტომბერს გახსნილი დახვდებათ, იქნება უსაფრთხო და თითოეული მათგანის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 


close დახურვა