logo
ENG



განათლების ექსპერტი: აბიტურიენტების გამოცდის თარიღი უნდა გადაიდოს

08 აპრ 202022:47
3 წუთის საკითხავი
 

პანდემიის პირობებში განათლებაში არსებულ კრიზისულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე. მისი თქმით, საჭიროა გარკვეული მოდელის შემუშავება.

"გარკვეულ მოდელსა და პრიორიტეტებზე უნდა ვიფიქროთ, მით უმეტეს როცა განათლების სისტემა კრიზისულ მდგომარეობაშია. აქ ორი პრობლემაა, რასაც უნდა ვუსპასუხოთ ცვლილებებით. პირველი ესაა, გავრცელების საშიშროება რაც უკავშირდება უშუალოდ ივლისში გამოცდის ჩატარებას და მეორე პრობლემაა განათლების საკითხი, ანუ უთანასწორობა რაც ამ კრიზისში შეიქმნა. ესე იგი აბიტურიენტების ნაწილი დარჩა განათლების მიღმა. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ ალტერნატიულ მოდელებზე, სწორედ ეს უნდა გავითვალისწინოთ. უპრიანი იქნება ივლისში გამოცდა არ ჩავატაროთ, რადგან ეს დიდი პროცესია და თარიღი შეიძლება გადაიწიოს. ასევე რაც მთავარია, საგანმანათლებლო მნიშვნელობა, რაც მისაღებ გამოცდებს ენიჭება. მიუხედავად იმისა რომ არის ონლაინ გაკვეთილები, გვაქვს რეგიონები და სოფლები სადაც ეს ხელმისაწვდომი არაა",-აღნიშნა შალვა ტაბატაძე


close დახურვა