logo
ENG



განცხადება არის პროვოკაციული - ციხელაშვილი დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებაზე

24 ოქტ 201912:27
3 წუთის საკითხავი
 
n8j8q35alt937e9.jpg

დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადება, სადაც საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებას დეზინფორმაციაში სდებს ბრალს, დღევანდელი მთავრობს სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება სახელწმიფო მინისტრმა გააკეთა, რომელმაც გავრცელებულ განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა.

"ცხადია ეს არის დეზინფორმაცია, რადგან არანაირ მოქმედებებს ქართული მხარის მხრიდან ადგილი არ აქვს. თავისთავად განცხადება არის პროვოკაციული და სახელმწიფო უსაფრღთხოების სამსახურმა ამას მისცა შესაბამისი შეფასება. საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება სოფელ ჩორჩანას, იცით რომ რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა უკვე გაიმართა და კიდევ არის რამდენიმე დაგეგმილი. ცხადია, ჩვენი პარტნირობის მონაწილეიობით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავსი პოზიციას,"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება ემზადება მასშტაბური პროვოკაციისთვის, საქართველოს ხელისუფლება კი აღნიშნულს რუსულ დეზინფორმაციად აფასებს. ასევე ადგილობრივმა მთავრობამ ამ განცხადების შესახებ უკვე აცნობა საერთაშორისო საზოგადოებას და მათ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.


close დახურვა