logo
ENG



გარდაბანში კაცმა სტუმრად მყოფი ნაცნობი დაჭრა, ის დაკავებულია

19 იან 202111:18
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კაცმა მასთან სტუმრად მყოფი ნაცნობი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ბრალდებული კი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა