გარდაბანში ქორწილის შემდეგ პატარძლის ნათესავებმა სიძის ოჯახის წევრებს სცემეს, მათ შორის ბავშვს.
ამ დროისთვის კლინიკაშია სიძის ორი ნათესავი, მათ მძიმე დაზიანებები აქვთ.
დაზარალებული ოჯახის წევრი ამბობს, რომ სიძის ნათესავები 20-მდე პირმა სცემა. მისი თქმით, პოლიცია თავდასხმის მომენტში გამოიძახეს, თუმცა მისვლამდე თავდამსხმელები გაიქცნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმეზე, ჯერჯერობით, არავინაა დაკავებული.