გარდაბანში ძმამ საკუთარი და მოკლა.
არსებული ინფორმაციით, 25 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის ადგილზე გარდაიცვალა.
თავდაპირველად ბრალდებულმა მიმავლა მოახერხა, თუმცა ის მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.
შსს-ის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.