კლინიკაში გარდაიცვალა კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი მოკლა. ინტერპრესნიუსის ცენტრში, კაცი ქუთაისის დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული და მას სხეულის 70% დამწვარი ჰქონდა.
როგორც ცნობილია, კაცმა ყოფილი ცოლი სამსახურში მოკლა, შემთხვევის დროს კი დაზიანებები თვითონაც მიიღო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109, 376-ე მუხლებით იყო დაწყებული.