logo
ENG



გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა:შესაძლოა, რაღაცა იკვეთებოდეს, მაგრამ ექსპერტები არ საუბრობენ

23 ივნ 202012:00
3 წუთის საკითხავი
 

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა, რა ახალი დეტალები იკვეთება 19 წლის ფეხბურთელის საქმეში, პირველადი ექსპერტიზის დასკვნით. როგორც გარდაცვლილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, დასკვნის დამაჯერებლობითვის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართეს.

„არანაირი კონკრეტული მიზეზი არაა. არანაირი უნდობლობა არ გვაქვს. უბრალოდ, გვინდა, რომ დასკვნა იყოს დამაჯერებელი და შესაბამისად, ამ მიზეზმა განაპირობა ბატონი კახა ერისთავის ჩართვა საქმეში. შესაძლოა, რაღაცა იკვეთებოდეს, მაგრამ ექსპერტებმა თავი შეიკავეს კომენტარისგან, რადგან აქ მთავარი არ არის ის რა იკვეთება, არამედ მიჯნა გამოკვეთილ დაზიანებებს შორის. ვინაიდან უმნიშვნელოვანესია დაზიანებებია სიცოცხლის პერიოდში თუ სიკვდილის შემდგომ, რადგან ამას ლაბორატორიული კვლევები დასჭირდა, შესაბამისად კომენტარისგან შევიკავებთ თავს“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

დამოუკიდებელი ექსპერტი კახა ერისთავი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან გამოკვლევების პასუხებს ელოდება.

„ველოდებით დამატებით გამოკვლევებს, მეტ ინფორმაციებს ვერ მოგაწვდით, რადგან მე თითონ არ ვიცი. ველოდებით ჰისტოლოგიის პასუხებს. პასუხი როდის იქნება არ ვიცი, მაგას სამხარაული აკეთებს“, - განაცხადა ერისთავმა.

საქმეზე გამოძეიბა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, ჯერჯერბოით უცნობია გადაკვალიფიცირდება თუ არა მუხლი. ჯერჯერობით საქმესთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ. 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილის 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა 18 ივნისს საგურამოში, ერთ-ერთი მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. როგორც ახლობლები აცხადებენ, შაქარაშვილი კონფლიქტში მონაწილეობას არ იღებდა. მისი კვალი მდინარე არაგვთან გაქრა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 70 მაშველი და 7 ნავი მონაწილეობდა. ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.

19 წლის სპორტსმენის სიცოცხლის მოსპობის მიზეზი, სავარაუდოდ, უბნებს შორის დაპირისპირება გახდა. 


close დახურვა