logo
ENG



გარემოს ეროვნული სააგენტო: გურიაში საფრთხის დონემ სტიქიის პირველ დღესთან შედარებით იკლო

10 სექ 202315:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/10/5ei1o99loa8gcqt.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, გურიაში საფრთხის დონემ სტიქიის პირველ დღესთან შედარებით იკლო.

"მაღალმთიანი გურია, ბუნებრივი საფრთხეებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბოლო 10-15 წლის მანძილზე ერთ-ერთ რთულ მხარეს წარმოადგენს.

ამ ეტაპზე, სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების საფუძველზე, გურიის მხარეში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

8 სექტემბერს, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდდა მდინარეების კალაპოტები, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა 3 ცხედარი იპოვეს.


close დახურვა