logo
ENG



გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის შესახებ აფრთხილებს

13 ოქტ 202419:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/13/zc52dkme5xl8uyj.jpeg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მათი ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).


close დახურვა