logo
ENG



გართობა ომის დროს - კალაძე კონცერტებს აანონსებს

19 აპრ 202220:23
3 წუთის საკითხავი
 

"მორალისგან დაცლილი გადაწყვეტილება და გართობა უკრაინის სოლიდარობის ნაცვლად" - უმწვავესი რეაქციები მოჰყვა საზოგადოებაში კახი კალაძის გეგმებს. ქვეყანაში ამ დღეებში ომში დაღუპულ კიდევ სამ მებრძოლს ჩამოასვენებენ. თბილისში კი აღდგომის შემდეგ ყოველ შაბათ-კვირას ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება.

კალაძე ამბობს, რომ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, დაეხმარება მუსიკოსებს და ციტატა: პანდემიის გამო ხალხიც, მონატრებულია ასეთ ღონისძიებებს. მორალური პრობლემის გარდა, აქ კიდევ ერთი საკითხი შემოდის, - ხელისუფლება როგორც წესი, საბიუჯეტო თანხებს მასტან დაახლოებულ შოუ ბიზნესს ახმარს, რაც საბოლოოდ საარჩევნო ხმებში იცვლება.


close დახურვა