logo
ENG



გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობისთვის 1 პირია დაკავებული

18 სექ 202011:19
3 წუთის საკითხავი
 
გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობისთვის 1 პირია დაკავებული

კახეთის პოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, მასზე ძალადობის ბრალდებით კი 1 პირია დაკავებული, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1 პირი 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა.

პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით აწარმოებს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


close დახურვა