logo
ENG



გასართობი ცენტრების მიმართ რეგულაციების გამოყენებაში ნეპოტიზმის ნიშნებია - კანდელაკი

13 ივლ 202015:04
3 წუთის საკითხავი
 
4z8i9071m8jeay1.jpg

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, თბილისის მერის კახა კალაძის მეგობრის, გიორგი გოგუაძის და მისი მამის კუთვნილმა კომპანიამ, „ნევერლენდმა“, გლდანის პარკში არაერთხელ გამართა მასშტაბური გასართობი ღონისძიებები, რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა. 

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, ღონისძიებები სწორედ იმ პერიოდში ტარდებოდა, როდესაც ბავშვთა გასართობ ცენტრებს და სხვა გასართობ კომპანიებს ეს აკრძალული ჰქონდათ.  

კანდელაკის თქმით, ეს დისკრიმინაციული მიდგომაა და კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნებს შეიცავს:

"ამ სფეროში მხოლოდ თბილისში 100-მდე კომპანია საქმიანობს, საქართველოს მასშტაბით კი 200-მდე, სადაც საშუალოდ 20 ადამიანია ერთ კომპანიაში დასაქმებული. თბილისის მასშტაბით საუბარია 3,000 ადამიანის შემოსავლის გარეშე დარჩენაზე, ხოლო ქვეყნის მასშტაბით - 10,000-ადამიანამდე.

მაშინ, როცა სხვა კომპანიები კეთილსინდისიერად ასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს და მათ მიერ დასაქმებული ათასობით ადამიანი - მსახიობები, მომღერლები, ფოტოგრაფები, ივენთ მენეჯერები და ა.შ. მოთმინებით ელიან შეზღუდვების შერბილებასა და დაკარგული სამუშაოს აღდგენის შანსს, თბილისის მერთან პირადი კავშირი საკმარისია მხოლოდ ერთი კომპანიისთვის შეზღუდვების მოსახსნელად იმ მომენტში არსებული რეგულაციების დარღვევით. კორუფცია და ნეპოტიზმი სხვა არაფერია", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.


close დახურვა