ვაშინგტონის შტატში კორონავირუსით უკვე 6 ადამიანი დაიღუპა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ვაშინგტონის შტატში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შესაძლოა კორონავირუსი უკვე გავრცელებული იყო, მაგრამ მხოლოდ ახლა გამოვლინდა. პრეზიდენტი ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებს და მედიცინის სპეციალისტებს შეხვდა და ვაქცინის შექმნა დაავალა.
ნიუ იორკის მერი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ქალაქში კორონავირუსის პირველი შემთხვევეის დადასტურების შემდეგ მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. მაღაზიებში ჰიგიენური საშუალებებისა და პროდუქცის დეფიციტია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ის 9 ჯერ მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ეპიდემიური სიტუაციაა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ირანსა და იტალიაში, სადაც უკვე 52 ადამიანი გარდაიცვალა.
მსოფლიო მასშტაბით კი კორონავირუსის უკვე 91 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 47 ათსი დაინფიცირებული უკვე განიკურნა. ყველაზე მეტი 80 ათასი შემთხვევა ჩინეთშია. მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა 4812-ით, შემდეგ იტალია და ბოლო ირანი, სადაც დაინფიცირების 1501 შემთხვევა დადასტურდა.