logo
ENG



გასული წლის მარტში მომზადებული ტენდერი, რომელიც კალაძეს მხოლოდ ახლა გაახსენდა

22 იან 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის წინ სამუშაოების განსახორციელებლად ტენდერი თბილისის მერიამ გასული წლის მარტში მოამზადა, მაგრამ პარლამენტის წინ ფილების აყრა კალაძის უწყებას ამ დრომდე არც გახსენებია.

„გრინ სერვისმა“ შესაბამისი დავალება მუნიციპალიტეტისგან გუშინ მიიღო. ამ დრომდე არ არის ცნობილი, არსებობს თუ არა რეაბილიტაციის პროექტი, სატენდერო დოკუმენტაციაში კი არსად არაა ნახსენები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. ოპოზიცია დედაქალაქის მერს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში და კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. 

თბილისის მერია ირწმუნება, რომ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებით, საპროტესტო კარვების დადგმის შიშით არ დაუწყია, მერის მოადგილის მტკიცებით, პარლამენტის წინ ტერიტორია მოსაწესრიგებელი იყო, რისთვისაც ორეტაპიანი პროექტი უნდა განხორციელდეს.

ტენდერი, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, კომპანია გრინსერვისმა 2020 წლის 6 იანვარს მოიგო. სატენდერო დოკუმენტაციაში არსად არაა ნახსენები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. ტენდერის პირობები ზოგადია და თბილისის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი მერიას ტყუილში ადანაშაულებს. ის დარწმუნებულია, რომ თბილისის მერმა პარლამენტის წინ ფილების მოწესრიგება საპროტესტო კარვების შიშით დაიწყო.


close დახურვა