logo
ENG



გაუგებრობა საპენსიო დანაზოგების საკითხზე

29 აგვ 202320:32
3 წუთის საკითხავი
 

რატომ არ უთხრა ხელისუფლებამ მოსახლეობას, რომ საპენსიო დანაზოგის განაწილების ვადას ცვლიდა? ცვლილებები მმართველმა გუნდმა პირველი მოსმენით ისე დაამტკიცა, რომ არ განუმარტავს მოქალაქეებისთვის დაგეგმილი გადავადების შესახებ. აქამდე საპენსიო სააგენტო მოუწოდებდა სქემის მონაწილეებს, თანხა 6 სექტემბრამდე სამი პორტფელის მიხედვით გაენაწილებინა. ეროვნულ ბანკთან ერთად საზოგადოებას ისიც განუმარტეს, რომ დანაზოგი არ დაიკარგება და მაღალრისკიანი ინვესტირება მოხდება ცნობილი კომპანიების აქციებში. სწორედ ამ დღის ბოლოს ოცნებამ მხოლოდ სამთავრობო არხიდან განაცხადა, რომ 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ყველა ავტომატურად დარჩება. პროცესს, რომელსაც გამჭვირვალობა სჭირდება, ხელისუფლება უფრო გაუგებარს ხდის და თან პასუხისმგებლობას იშორებს.

 


close დახურვა