logo
ENG



გაუპატიურებაში ბრალდებული პოლანსკი საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, რასაც პროტესტი მოჰყვა

29 თებ 202014:02
3 წუთის საკითხავი
 

ფრანგული კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე რომან პოლანსკის გამარჯვებას პროტესტი მოჰყვა. გაუპატიურებაში ბრალდებული პოლანსკი საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, მისმა ფილმმა სახელწოდებით „ოფიცერი და ჯაშუში“ სეზარის კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა.

გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ დარბაზი რამდენიმე ქალმა პროტესტის ნიშნად დატოვა, ცერემონიას თავად პოლანსკი არ ესწრებოდა. საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა შენობის გარეთაც, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 


close დახურვა