logo
ENG



გაფრთხილება ბრიუსელიდან - ფოკუსში საპარლამენტო არჩევნებია

28 ივნ 202420:10
3 წუთის საკითხავი
 

ოლიგარქის ძალადობრივი და ანტიდასავლური პოლიტიკა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას აჩერებს. უპრეცედენტო ჩანაწერი საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ისტორიაში. ევროპულმა საბჭომ ერთხმად, ანუ 27 ვე სახელმწიფოს მონაწილეობით შეშფოთება გამოთქვა იმ რეგრესის გამო, რომელიც საქართველოს აქვს.

ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ მიღებულ დოკუმენტში ხაზგასმულია 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობა. საერთაშორისო დამკვირვებლების აქტიურობა. ამ ფონზე ოცნებას სურს, ბრიუსელიდან მიღებული უმწვავესი გაფრთხილება დააკნინოს. 


close დახურვა