logo
ENG



გაჩეჩილაძემ მასზე ორგანიზებულ ძალადობასთან დაკავშირებით პოლიციაში განცხადება შეიტანა

25 ივლ 202122:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/25/j4sjcpe1pyzmjmu.png

აიისას დამფუძნებელმა ანანია გაჩეჩილაძემ მასზე ორგანიზებულ ძალადობასთან დაკავშირებით პოლიციაში განცხადება შეიტანა. 

როგორც გაჩეჩილაძემ ფორმულას უთხრა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ მოძალადეების იდენტიფიცირება მოახდინოს და საქმეს სწორი კვალიფიკაცია მისცეს. 

"პოლიციამ და პროკურატურამ უნდა იმსჯელოს და ამის მიხედვით უნდა წავიდეს საქმის გამოძიება. ჯერ უნდა იდენტიფიცირდნენ ეს ადამიანები. მთავარია პოლიციამ დაადგინოს მათი ვინაობა და სწორი კვალიფიკაცია მისცენ შინაარსიდან გამომდინარე", - თქვა გაჩეჩილაძემ.

ანანია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ​ძალადობრივი და პუტინისტური პლატფორმა ალტ-ინფო ტელეგრამ არხზე მის წინააღმდეგ თავდასხმას აორგანიზებს.

ამასთან დაკავშირებით გაჩეჩილაძე მიმოწერის სქრინებს ასაჯაროებს, სადაც პლატფორმის წევრები მის ადგილმდებარეობასაც კი ავრცელებენ. 

 


close დახურვა