logo
ENG



გაძვირებული ცხოვრება პანდემიის დროს - ინფლაციამ 6,9 პროცენტს მიაღწია

04 მაი 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიის ეფექტი მოქალაქეებისთვის - საკვებზე ფასები გაიზარდა. ათეულობით პროცენტით გაძვირდა რძის ნაწარმი, ხილი, შაქარი, ხორცი. საგრძნობლად მომატებულია პურის ფასიც - პური კი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხშირად ერთადერთი საარსებო პროდუქტია.

საქსტატის მონაცემებით, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 6,9 პროცენტს მიაღწია. კვება და სამედიცინო მომსახურება კოვიდ-19 - თან ბრძოლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აპრილში კი სურსათის გარდა, ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა  და ამბულატორიულ მომსახურებაზეც კი. 

სპეციალისტები ფასების ასეთ ზრდას პანდემიით გამოწვეული მიწოდების პრობლემებით, სავალუტო კურსის ცვლილებით, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებით და დეფიციტის მოლოდინით ხსნიან.

გაჩერებულ ეკონომიკაში გაზრდილი ფასები უსამსახუროდ დარჩენილ ოჯახებს შიმშილის ზღვართან მიიყვანს - ამბობენ ხელისუფლების ოპონენტები და სტატისტიკურ მაჩვენებლებს კიდევ ერთ არგუმენტად იყენებენ იმის საჩვენებლად, რომ მთავრობის მუშაობა არაეფექტიანია. 


close დახურვა