logo
ENG



გაწვევის ფასი - დროება

18 დეკ 202220:47
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ ღარიბაშვილის ახალი ინიციატივით 2025 წლიდან ჯარში საყოველთაო გაწვევის წესში ცვლილებები შევა. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე დაგვიანონსა, ახალწვეულები ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას გაივლიან. სავარაუდო პერიოდად განისაზღვრება 6, 8 ან 11 თვე. თუ თქვენ სტუდენტი ხართ, ეს ჯარს ვერ აგარიდებთ თავიდან. თქვენ საშუალება გექნებათ, წელიწადში ერთხელ 1-თვიანი მომზადება გაიაროთ და 4 წლის თავზე ეს გავლილი პრაქტიკა ჯარის მოხდად ჩაგეთვლებათ. თუ აქამდე ახალგაზრდებს სხვადასხვა სამინისტრო სხვადასხვა პოზიციაზე ანაწილებდა და მაგალითად ყარაულად დგომაც ჯარის მოხდათ ითვლებოდა, ეს პრაქტიკა შეიცვლება და წვევამდელების საკითხი მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ჩაბარდება. ღარიბაშვილის განცხადებით, ამ პროექტისთვის 80 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა ბიუჯეტიდან.


close დახურვა