პროკურატურა საგამოძიებო პროცედურების გამოყენებით ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის გამოცხადებას აჭიანურებს. გადაწყვეტილების გამოცხადებას 17 ნოემბერს ელოდებოდნენ, მაგრამ ბრალდების მხარემ კიდევ ორი სხდომა მოითხოვა, შესაბამისად დრო დაცვის მხარესაც დასჭირდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პროცესი მინიმუმ დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ლაზარე გრიგორიადისი ადვოკატების ვარაუდით, პროკურატურა ზეწოლას ახდენს მოწმეზე - დაკავებულის მეგობარზე სასურველი ჩვენების მოსაპოვებლად. ამასთან, პატიმრის ოჯახს განაჩენის შემდეგ პრეზიდენტის შეწყალების იმედი აქვს.
გაჭიანურებული განაჩენი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე
15 ნოე 202320:29
3 წუთის საკითხავი