ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გრიგოლ ვაშაძე და დავით კირკიტაძე შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელ ბადრი ბასიშვილთან ერთად გორში წმინდაწყლის მცხოვრებლებსა და სოფელ ზერტის, ხელთუბანისა და კარალეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ადგილობრივები ყოველდღიურ პრობლემებზე საუბრობენ, განსაკუთრებით გაჭირვებაზე და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე ამახვილებენ ყურადღებას. ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას ხელისუფლება სოციალურ დახმარებას უხსნის, დაბალი პენსიის პირობებში კი, მოხუცებს საჭირო მედიკამენტების შეძენის საშუალება არ აქვთ. მათი თქმით ხელისუფლებას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება და შემდეგ დაპირებებს ივიწყებენ.
პარტიამ გორის მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და გამარჯვების შემდეგ ლიდერები მათ დახმარებას დაჰპირდნენ.