logo
ENG



გახარია: 70 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე უნდა მოექცეს თვითიზოლაციაში

17 მარ 202012:57
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა. 

გახარიას თქმით, ამ სიტუაციაში, ყველა 70 წელს გადაცილებული პირი თვითიზოლაციაში უნდა მოექცეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, მოხუცებულებზე უნდა ვიზრუნოთ. განსაკუთრებით, 70 წელს აგდაცილებული მოქალაქეებზე. მთავრობის რეკომენდაციაა, რომ 70 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე უნდა მოექცეს თვითიზოლაციაში. ეს თითოეულის ვალდებულებაა. ამ ამოცანის გადასაწყვეტად, ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ფოსტა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დაევალათ შექმნან ეფექტური მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის  იმ მომსახურეობის გაწევისთვის, რომელიც ყოველდღიურად ესაჭიროებათ“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად 34 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 008 მოქალაქე.


close დახურვა