logo
ENG



გახარია: არაა ახლა სწორი მთავრობაზე თავდასხმა და იმის გარკვევა, ვინ როდის, რა შეცდომა დაუშვა

10 აგვ 202119:45
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: არაა ახლა სწორი მთავრობაზე თავდასხმა და იმის გარკვევა, ვინ როდის, რა შეცდომა დაუშვა

ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ახლა მთავრობაზე "თავდასხმის დრო არაა" და ამის გაკეთება მოგვიანებით შეიძლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან რუსთავში განაცხადა, სადაც პარტია საქართველოსთვის ოფისი გახსნა.

"მე მესმის მოქალაქეების აღშფოთების, მაგრამ მერწმუნეთ, რომ დღეს არ არის იმის დრო, რომ ვარკვიოთ ვინ რაშია დამნაშავე და ვისი ბრალია. დღეს არის იმის დრო რომ ყველამ ზედმიწევნით შევასრულოთ ელემენტარული წესები, იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახის წევრები დავიცვათ, იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენი ხანდაზმულები, ჩვენი ბავშვები. არ არის ახლა სწორი მთავრობაზე თავდასხმა და იმის გარკვევა, ვინ როდის, რა შეცდომა დაუშვა. ეს ცოტა მოგვიანებით შეიძლება გავაკეთოთ, მაშინ როდესაც ამ ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური კრიზისიდან გამოვალთ. ახლა ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე და ნებისმიერი თავშეყრის ადგილში, ღია სივრცეშიც კი პირბადის გარეშე საერთოდ, ყველანაირად ავერიდოთ", - ამბობს გახარია.

საზოგადოებისა და ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კოვიდპანდემიას არასწორად მართავს. კრიტიკის მთავარი საგანია ვაქცინაციის პროცესი, რომელიც, მათი მოსაზრებით, ფაქტობრივად ჩავარდნილია, რადგან შესაბამისი კამპანია არ ჩატარებულა, ხოლო უშუალოდ ვაქცინაციის პროცესი დაგვიანებით დაიწყო და შეფერეხებებით გაგრძელდა. 


close დახურვა