logo
ENG



გახარია: გადავდექი - ჩაითვალა, რომ ოპონენტებთან ბრძოლა ხალხის პრობლემებზე მნიშვნელოვანია

29 მაი 202118:20
3 წუთის საკითხავი
 

თავისი პარტიის "საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ პოსტიდან გადადგომის მიზეზები ჩამოთვალა. 

მისი თქმით, გადადგა იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" დაშორდა რიგითი მოქალაქეების პრობლემებს და უფრო მნიშვნელოვნად პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ჩათვალა. 

"გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა ჩვენი რიგითი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს მარტივი მიზეზის გამო - რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა. 

გადავდექი იმიტომ, რომ 8-წლიანი მმართველობის შემდეგ მმართველი პარტია თავის ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას. 

და გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი". - თქვა გახარიამ.

გიორგი გახარიამ თანამდებობა და ქართული ოცნება 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებიდან მალევე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა


close დახურვა