logo
ENG



გახარია: განსხავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, თვითიზოლაციაში გადავედი

01 ნოე 202020:41
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: განსხავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, თვითიზოლაციაში გადავედი

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია Facebook გვერდზე წერს, რომ ის თვითიზოლაციაში გადავიდა. როგორც პრემიერი განმარტავს,  მის თანამშრომელს, რომელთანაც მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას კორონავირუსი დაუდგინდა. 

"სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას",-წერს გახარია.

ამავე პოსტში პრემიერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "საქართველომ შეძლო თავისუფალი, ღია და კონკურენტული არჩევნების ჩატარება".

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. 

 


close დახურვა