logo
ENG



გახარია: ვაი პოლიტიკოსები უცხოელი პარტნიორების შიდა დაპირისპირებებში ჩათრევას ცდილობენ

10 ივლ 202011:14
3 წუთის საკითხავი
 
nrr8z3zt5k901f5.jpg

„ჩვენი ვაი პოლიტიკოსები ცდილობენ უცხოელი პარტნიორები პოლიტიკურ დაპირისპირებებში ჩაითრიონ“, - ამბობს პრემიერმინისტი გიორგი გახარია საქართველოსთვის აშშ-ს დახმარების ნაწილის შესაძლო შეჩერებაზე საუბრისას.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. მათი მხრიდან ნათქვამი თითოეული საკითხი ჩვენთვის არის ყურადსაღები. სამწუხაროდ ზოგიერთი ჩვენი ვაი პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში იყვნენ ჩათრეულნი“, - ამბობს გახარია.

დახმარების ნაწილის შესაძლო შეჩერების შესახებ პრემიერი ასევე ამბობს, რომ „ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის“.

9 ივლის აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ. კანონპროექტის ნაწილია საქართველოსთვის დაფინანსების 15% შეჩერება, თუ ის გაწერილ პირობებს არ დააკმაყოფილებს. 

კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაუჭიროს. 

პირობებს შორის არის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა, კანონის უზენაესობის დაცვა კერძო სექტორში. დამატებაში, რომელიც დოკუმენტს ერთვის, ასევე წერია, რომ უნდა შემცირდეს პოლიტიკურ პროცესებზე ოლიგარქების არაფორმალური გავლენა.


close დახურვა