"ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში", - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვას, თუ სად არის მმართველი გუნდის თავმჯდომარე.
პრემიერის თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარე წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს.
"ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, იცით რომ იღებს მონაწილეობას და აქტიურად მიდის მუშაობა. ამაზე ნუ ღელავთ", - ამბობს გიორგი გახარია.
