logo
ENG



გახარია: ივანიშვილისა და ოცნების არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ სანქციები აუცილებელია

01 დეკ 202400:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/01/yeup5wgb8da8x3b.png

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამერიკის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორების შეჩერებას ეხმაურება.

როგორც გახარია ამბობს, "ქართულმა ოცნებამ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ხალხის სუვერენულ ნებას".

"ეს არის მიზანმიმართული და ორკესტრირებული სქემა - ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგი, რომლის რეპრესიულმა კონტროლმა ჩვენი ერი ავტორიტარულ მმართველობამდე მიიყვანა. ივანიშვილისა და ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სანქციები არამხოლოდ გამართლებულია, არამედ - კრიტიკულად აუცილებელი საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. საერთაშორისო თანამეგობრობამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრინციპების დასაცავად და მტკიცედ დაუდგეს ქართველ ხალხს გვერდით", - წერს გიორგი გახარიამ.

***

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

 


close დახურვა