logo
ENG



გახარია: მთავრობამ უნდა იმუშავოს ისე, რომ ჯანმრთელ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს არჩევნები

25 აგვ 202118:09
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/25/xj2xkowlwo6bq87.jpg

ყოფილი პრემიერინისტრი, პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, მთავრობამ არჩევნები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში უნდა ჩაატაროს. ამაზე გახარიამ აჭარაში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას ისაუბრა. 

როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობა თითოეული მოქალაქის წინაშე უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას და "პანდემიასთან ბრძოლა მხოლოდ ექიმების მხრებზე ჩამოკიდებული არ უნდა იყოს". მისივე თქმით, ყველამ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და მოვალეობა. 

"იმის მაგივრად, რომ დღეს ვიღაცა საუბრობდეს არჩევნების გადადებაზე ან არ გადადებაზე იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობა თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე დიდი ფასეულობაა, ყველამ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და მოვალეობა. მთავრობამ უნდა იმუშავოს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მშვიდ, ჯანმრთელ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარება. ეს არის მთავრობის ძირითადი პასუხისმგებლობა. თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე მთავრობა უნდა გრძნობდეს ამ პასუხისმგებლობას და არ უნდა კეკლუცობდეს იმ პოპულისტური ნაბიჯებით, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა", - ამბობს გახარია. 

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე. ომბუდსმენს ეთანხმება ოპოზიციის ნაწილიც. 

ქართულ ოცნებაში არჩევნების გადადების იდეას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ამაზე საუბარი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რადგან იციან, რომ ოპოზიცია წააგებს. 

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დანიშნული.

 

close დახურვა