logo
ENG



გახარია: მთავრობას სწრაფი ტესტების შეძენას ათასი შარლატანი სთავაზობდა

27 მაი 202014:47
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანგარიშის წარდგენისას საკარანტინე სივრცეების არსებობის მნიშვნელობაზე და სწრაფ ტესტებზე ისაუბრა. გახარიას თქმით, გაურკვეველ ვითარებაში, მაშინ როცა სწრაფი ტესტების მუშაობის ეფექტურობა არ იყო დადგენილი, საკარანტინე სივრცეებმა და PCR ტესტირებებმა ვირუსის მართვაში დიდი როლი შეიტანეს.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობას სწრაფი ტესტების შეძენას „ათასი შარლატანი“ სთავაზობდა.

„საკარანტინე სივრცის შექმნა იყო ის შესაძლებლობა, რომელმაც მოგვცა შანსი, რომ გაურკვეველ პირობებში სწრაფი ტესტის ეფექტურობის არაეფექტურობის, მათი შეძენის, მსოფლიოში უამრავი რიგების და გაურკვეველი ათასი შარლატანის გამოჩენის, რომელიც ამ ტესტირებას სთავაზობდა მავრობას, როგორც სამინისტრიების, მთავრების და კიდევ ცალკე ბიზნესმენების დონეზე, ჩვენ გააზრებულად უარი ვთქვით, რადგან გვქონდა მაღალი სტანდარტი PCR ტესტირების და აბსოლუტურად ეფექტურად მომუშავე საკარანტინე ზონები“,-განაცხადა გახარიამ.

 


close დახურვა