logo
ENG



გახარია: მიმდინარეობს ისტორიული პროცესი, რომლის მიზანიც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა

02 ივლ 202011:16
3 წუთის საკითხავი
 
416r1l7emtnjjrj.jpg

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ისტორიული პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს დემოკრატიზაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გავიდეს. 

გიორგი გახარიას განცხადებით, ამ ისტორიული პროცესის საბოლოო მიზანი ღია, დემოკრატიული და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებაა.

„ჩვენ დღეს გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და დღეს პროცესშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების მიხედვით საკანონმდებლო ცვლილებები და ასევე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამ პროცესს წარმატებით დაასრულებს. ეს მეტ მდგრადობას და სტაბილურობას შესძენს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას.

კარგად გვესმის, რომ ამ პროცესში პოლარიზაციის ხარისხი იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად, სამოქალაქო საზოგადოებამ გადავლახეთ ეს წინაღობები და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ, პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ამ ისტორიულ პროცესში და საბოლოოდ ეს უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული, ღია და გამჭვირვალე არჩევნებით. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის ან საზოგადოებრივი ჯგუფის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება“, - აცხადებს გახარია.


close დახურვა