საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, კახეთში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას არჩვენების ჩატარებასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მოუწია. როგორც გახარიამ აღნიშნა, პანდემიის დროს არჩევნების ჩატარება ერთ0ერთი სერიოზული გამოწვევაა და მმართველი გუნდი შეეცდება რომ არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდეს.
გიორგი გახარიას კონკრეტულად არ უთქვამს, რას აპირებს მთავრობა იმისთვის, რომ ამომრჩევლის მისვლა საარჩევნო უბანზე იყოს უსაფრთხო. პრემიერ-მინისტრს არც ის დაუკონკრეტებია ჩატარდება თუ არა არჩევნები კონსტიტუციით განსაზღვრულ დროს.
„საქართველოში წელს საარჩევნო წელია, რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები, წინასაარჩენო პროცესი აგიტაციიდან დაწყებული შეჯიბრებითობით პარტიებს შორის და ადამიანებთან შეხვედრებით, ამასაც თავისი მობილობა და ადამიანებთან შეხვედრა მოჰყვება. არჩევნები თვითონ ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევა მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ არჩევნებზე, როდესაც ადამიანები უბანში უნდა მივიდნენ და თავისი არჩევანი დააფიქსირონ. ჩვენ ამ მიმართულებითაც ახლა ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ აქ არანაირი საფრთხე ეპიდემიოლოგიური არ იყოს ან არჩევნების გამო ვირუსის გავრცელება მინიმიზირებული იყოს და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.