პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პანდემიის პერიოდში სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ. შეხვედრა ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.
პრემიერ მინისტრმა შეხვედრისას განაცხადა, რომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ქვეყანამ გამარჯვებას მიაღწია, მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლისას თითოეულ მოქალაქეს პასუხისმგებლობა და ყურადღება მართებს.
„არ უნდა გვეგონოს არავის, რომ ბრძოლა დასრულებულია და ჩვენ რაღაც გამარჯვებას მივაღწიეთ. მარტივია ეს ყველაფერი, რა უფრო მეტად მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი, ეს ყველას უნდა გვესმოდეს. ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, შეუძლებელია ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს პანდემია, უბრალოდ შეუძლებელია, გლობალური გამოწვევაა ეს. ყველანი ვხედავთ რა ხდება რეგიონში, ყველანი ვხედავთ რომ საქართველო ასე თუ ისე არის სიმშვიდის და მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს. ამიტომ უდიდესი პასუხისმგებლობა და ყურადღება გვმართებს თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურ ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ როგორც კი მოვდუნდებით, ვირუსი გავრცელდება ისე სწრაფად რომ ვერ მოვასწრებთ გააზრებას, დავრჩებით მერე ასე და ვიტყვით როგორ დაგვემართა“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.